საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას ვერ ელევა. ქართული ოცნების გარდა, ე.წ. ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ გიორგი გახარიაც გამოვიდა - ეს არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ვენეციის კომისიაც მოითხოვს. მმართველი გუნდის ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეებით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. ოცნებას ვეტინგის სისტემის დანერგვის ეშინია, რადგან მოსამართლეები ამ ტესტს ვერ გაივლიან - ეს ოპოზიციისა და მესამე სექტორის შეფასებაა.